weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

შესაძლოა ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი აღარ ჩატარდეს

16:02 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

2022 წლის მუნდიალი შესაძლოა, ყატარში აღარ ჩატარდეს. როგორც უცხოური გამოცემები წერენ, კორუფციული სკანდალის გამო FIFA-მ სასწრაფოდ დაიწყო სხვა მასპინძელი ქვეყნის ძებნა და ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ აწარმოებს სავარაუდო კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლად ყატარი 2010 წლის 2 დეკემბერს, ციურიხში გამართულ FIFA-ს კონგრესზე დაასახელეს, რამაც იმ დღიდანვე უდიდესი უკმაყოფილება გამოიწვია საფეხბურთო სამყაროში. პროტესტი მრავალ საკითხს, მათ შორის კლიმატს, ადამიანთა შრომით უფლებებს, რელიგიას, ალკოჰოლს, ლგბტ თემსა და კორუფციას უკავშირდებოდა.

აქვე გეტყვით, რომ ყატარის გარდა 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობის კანდიდატები აშშ, სამხრეთ კორეა, იაპონია და ავსტრალია იყვნენ. ამათგან შეერთებულმა შტატებმა 2026 წლის მსოფლიო პირველობის მასპინძლობის უფლება უკვე მიიღო.

ჯერჯერობით არსებული გეგმის მიხედვით, ყატარში ტურნირი სიცხის გამო ზამთრის შესვენებისას, 28 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს, მონაწილეობას კი კვლავ ძველი ფორმატით, 32 გუნდი მიიღებს.

 

ამ თემაზე:

მიშელ პლატინი ყატარის მუნდიალის მასპინძლობის გამო დააკავეს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]