weather cur horoscope tv
დეკემბერი 07, 2019

არგენტინა მეოთხედფინალშია [Video]

11:19 ორშაბათი, 24 ივნისი 2019 hits 150

არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა ნავსი გატეხა და მიმდინარე „კოპა ამერიკაზე“ პირველი შეხვედრა მოიგო. ყატარის წინააღმდეგ „ალბისელესტეს“ თამაში იდეალურისგან ჯერ კიდევ შორს იყო, თუმცა ლიონელ სკალონის გუნდმა წინა ორი მატჩისგან განსხვავებით გაცილებით უკეთ ითამაშა.

პორტო ალეგრის სტადიონზე არგენტინის ეროვნული გუნდი მილანის „ინტერში“ მოასპარეზე ლაუტარო მარტინესმა, ყატარელთა შეცდომის წყალობით, მე-4 წუთზე დააწინაურა და ნაკრების მაისურით გამართულ მე-9 შეხვედრაში მე-5 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ არგენტინა უპირატესობას ფლობდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არც აზიის ჩემპიონები ყოფილან უსაქმოდ და რამდენჯერმე სცადეს გატანა, ერთხელ ძელმაც იხსნა არგენტინელები. მოედანზე სიტუაციას არგენტინელები კლასის ხარჯზე აკონტროლებდნენ და საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე სერხიო აგუერომ დააფიქსირა, როდესაც საჯარიმოში შეიჭრა და დაბალი დარტყმით აიღო მეტოქის კარი.

არგენტინამ ჯგუფური ტურნირი 4 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და ახლა მეოთხედფინალში ვენესუელასთან ეცდება გამარჯვებას.

ამავე ქვეჯგუფის მეორე მატჩში მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვა პირველადგილოსანმა კოლუმბიის ნაკრებმა, რომელმაც „ფლამენგოელი“ უკანახაზელის, გუსტავო კუელიარის 31-ე წუთზე გატანილი სადებიუტო გოლით სძლია პარაგვაის და 9 ქულას მოუყარა თავი. „კაფეტერებმა“ მეორეც გაიტანეს, თუმცა გოლი მოგვიანებით გაუქმდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე ტურნირზე კარლოს კეიროსის გუნდს, ბრაზილიის მსგავსად, ჯერ გოლი არ აქვს გაშვებული.

კოლუმბიის მეტოქე შემდეგ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, მოახერხებს თუ არა B ჯგუფის მესამეადგილოსანი პარაგვაი პლეი-ოფში გასვლას.

 

ამ თემაზე:

ბრაზილია და ვენესუელა მეოთხედფინალში გავიდნენ

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]