weather cur horoscope tv
ივნისი 16, 2021

ჯანო ანანიძე რუსეთის სუპერ თასის გამარჯვებულია

10:48 შაბათი, 15 ივლისი 2017 hits 1530

ჯანო ანანიძე რუსეთის სუპერ თასის მფლობელია. ანანიძის გუნდი მოსკოვის „სპარტაკი“ რუსეთის ჩემპიონის რანგში, რუსეთის თასის მფლობელ მოსკოვის „ლოკომოტივს“ შეხვდა და დამატებით დროში სძლია.

„სპარტაკელებმა“, ბრაზილიელმა ლუის ადრიანომ და ჰოლანდიელმა ქვინსი პრომესმა „რკინიგზელებს“ ორჯერ გაუტანეს, შესაბამისად 101-ე და 113-ე წუთებზე. მართალია „ლოკომოტივიდან“ მანუელ ფერნანდესმა 116-ე წუთზე საჯარიმო დარტყმიდან ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.

„ლოკომოტივის“ შემადგენლობაში 120 წუთი ითამაშა და გამორჩეულიც იყო საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვერკველია. რაც შეეხება ჯანო ანანიძეს, იგი მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ანანიძემ და „სპარტაკმა“ რუსეთის ჩემპიონობა მოიპოვეს, ხოლო კვერკველიამ და „ლოკომოტივმა“ - რუსეთი თასი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]