weather cur horoscope tv
დეკემბერი 02, 2020

საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრა

15:03 ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017 hits 1239

საქართველოსფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩს ხვალ ავსტრიაში გაიმართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ირლანდიასთან საშინაო შეხვედრის (1:1) შემდეგ, კვირას თბილისში აღდგენითი ვარჯიში ჩაატარა, დღეს დილით კი ავსტრიის დედაქალაქში გაემგზავრა.

ეროვნული ნაკრების სლოვაკი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ვენაში 25 ფეხბურთელი გაემგზავრა:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო), ნუკრი რევიშვილი (ბათუმის დინამო).

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (დონეცკის შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია ხაბაროვსკი, რუსეთი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (უკლუბო), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ვაკო გვილია (ბ.ა.ტ.ე., ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი) ჯანო ანანიძე (მოსკოვის სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი).

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი არაბიძე (დონეცკის შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (ვენის რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (თბილისის ლოკომოტივი).

საქართველოს ნაკრებს ავსტრიასთან მატჩისწინა ვარჯიში ერნსტ ჰაპელის სახელობის სტადიონზე საღამოს 20:00 საათზე აქვს დაგეგმილი, ვარჯიშამდე ნახევარი საათით ადრე კი ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას ჩაატარებს.

ავსტრიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 5 სექტემბერს, ვენის ერნსტ ჰაპელის სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]