weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 9 საფეხურით დაწინაურდა

11:09 პარასკევი, 15 სექტემბერი 2017

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში 9 ადგილით დაწინაურდა და ამჟამად 103-ე ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნებმა“ სექტემბერში ორი მატჩი თავისზე მაღლა მდგომ გუნდებთან, ირლანდიასა და ავსტრიასთან ფრედ ითამაშეს.

რაც შეეხება მსოფლიო რეიტინგის ათეულს, მთავარი ცვლილება პირველ ადგილზეა, რომელიც გერმანიამ დაიბრუნა. ასევე მნიშვნელოვანი ნახტომები გააკეთეს პორტუგალიისა და ბელგიის ნაკრებებმა, რომლებიც შესაბამისად 3 და 4 საფეხურით დაწინაურდნენ.

FIFA / CoCa-Cola-ს მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ათეული ასეთია:

  1. გერმანია – 1606
  2. ბრაზილია – 1590
  3. პორტუგალია – 1386
  4. არგენტინა – 1325
  5. ბელგია – 1265
  6. პოლონეთი – 1250
  7. შვეიცარია – 1210
  8. საფრანგეთი – 1208
  9. ჩილე – 1195
  10. კოლუმბია – 1191

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს, ხუთივე გუნდმა ცვლილება განიცადა - სერბეთი, უელსი და მოლდოვა შესაბამისად, 10, 5 და 3 საფეხურით წინ გადავიდნენ, ირლანდიამ და ავსტრიამ კი პოზიციები შესაბამისად, 5 და 20 ადგილით დათმეს:

13. უელსი - 1089

32. სერბეთი - 789

34. ირლანდია – 769

57. ავსტრია – 632

156. მოლდოვა – 148

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]