weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრები 3 საფეხურით დაწინაურდა

10:54 პარასკევი, 24 ნოემბერი 2017

საქართველოს ეროვნული ნაკრები FIFA-ს რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა და ასეულს მიუახლოვდა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ამჟამინდელი მონაცემებით 104-ე ადგილს იკავებს.

„ჯვაროსნების“ აქტივში 322 ქულაა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნოემბერში ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა: გორში კვიპროსს 1:0 მოუგო, ქუთაისში კი ბელარუსთან ფრეს დასჯერდა – 2:2.

რაც შეეხება რეიტინგის ლიდერებს, პირველ ხუთ ადგილზე არაფერი შეცვლილა, ათეულში კი რამდენიმე ცვლილება მოხდა: შესანიშნავ ფორმაში მყოფი ესპანეთი ორი პოზიციით დაწინაურდა, ხოლო შევიცარია – სამით. სამაგიეროდ, პოზიციები დათმეს პოლონეთმა, საფრანგეთმა და ჩილემ.

FIFA  / Coca-Cola-ს მსოფლიო რეიტინგის ათეული ასეთია:

  1. გერმანია – 1602 ქულა
  2. ბრაზილია – 1483 ქულა
  3. პორტუგალია – 1358 ქულა
  4. არგენტინა – 1348 ქულა
  5. ბელგია – 1325 ქულა
  6. ესპანეთი – 1231 ქულა
  7. პოლონეთი – 1209 ქულა
  8. შვეიცარია – 1190 ქულა
  9. საფრანგეთი – 1183 ქულა
  10. ჩილე – 1162 ქულა
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]