weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში გამოსვლა 46-ე ადგილზე დაასრულა

15:10 ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018

ქართველმა სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაურმა დღეს, ზამთრის ოლიმპიადაზე გიგანტურ სლალომში გამოსვლისას 46-ე შედეგი აჩვენა. შეჯიბრში სულ 74 სპორტსმენი მონაწილეობდა, აქედან 21-მა სპორტსმენმა დისტანციის დასრულება ვერ მოახერხა, ქართველმა ოლიმპიელმა კი დარჩენილ სპორტსმენებს შორის მხოლოდ შვიდ მათგანზე უკეთესი დრო აჩვენა.

წიკლაურმა პირველ ცდაზე დისტანცია 1:20.02 წუთში დაფარა და 51-ე იყო, მე-2 ცდისას კი უკეთესად გამოიყურებოდა (1:16.91) და 46-ეზე გადაინაცვლა.

საბოლოოდ, ნინო წიკლაური 16.91 წამით ჩამორჩა გამარჯვებულ ამერიკელ მიკაელა შიფრინს (2:20.02), ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები კი, შესაბამისად, ნორვეგიელმა რაგნჰილდ მოვინკელმა (+0.39) და იტალიელმა ფედერიკა ბრინიონემ (+0.46) გაინაწილეს.

ხვალ წიკლაური პიონჩანის ოლიმპიადაზე ძალებს კიდევ ერთხელ მოსინჯავს, როდესაც სლალომში ერთმანეთს 83 სამთო-მოთხილამურე შეეჯიბრება, ქართველი სპორტსმენი კი მე-60 ნომრად გამოვა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ოთხი ქართველი სპორტსმენიდან ერთი, გიორგი სოღოიანი უკვე გამოეთიშა ასპარეზობას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]