weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება

10:35 ოთხშაბათი, 21 მარტი 2018

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის 19 მარტიდან ემზადება. თბილისში მდებარე სკ „ზესტაფონის“ ბაზაზე გუნდმა 22 ფეხბურთელით ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესს ტრავმის გამო „შახტარის“ მცველი დავით ხოჭოლავა გამოაკლდა და ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ნაკრების სლოვაკი მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გუნდს უახლოეს ვარჯიშზე პოლონური „პოგონის“ მცველი ლაშა დვალი შეუერთდება.

ვლადიმირ ვაისმა ლიტვასა და ესტონეთთან სათამაშოდ შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანჟი“, რუსეთი), გიორგი მაკარიძე („რიო ავე“, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ქუთაისის „ტორპედო“).

მცველები: ოთარ კაკაბაძე („ხიმნასტიკი“, ესპანეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (მოსკოვის „ლოკომოტივი“, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („სკა ენერგია“, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი“, ლატვია), ჯიმი ტაბიძე („უფა“, რუსეთი), ლაშა დვალი („პოგონი“, პოლონეთი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე - „ტობოლი“, ყაზახეთი), ვაკო გვილია („ლუცერნი“, შვეიცარია), გიორგი აბურჯანია („სევილია“, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (მოსკოვის „სპარტაკი“, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე ერსქვეიკსი“, აშშ), გიორგი მერებაშვილი (პლოცკის „ვისლა“, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი („სარაგოსა“, ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური („ორდაბასი“, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია).

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია („რაპიდი“, ავსტრია), ნიკა კაჭარავა („კორონა“, პოლონეთი), ბაჩანა არაბული („ბალმაზუივაროში“, უნგრეთი).

შეგახსენებთ, რომ 24 და 27 მარტს გასამართი ორივე ამხანაგური თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

 

ამავე თემაზე:

საქართველოს წინააღმდეგ ლიტვისა და ესტონეთის ნაკრებთა შემადგენლობები ცნობილია

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]