weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

კაშიას გუნდი ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს

11:44 ორშაბათი, 21 მაისი 2018 hits 702

არნემის „ვიტესმა“, რომლის კაპიტანიც საქართველოს ნაკრების წევრი გურამ კაშიაა, შიდა პლეი-ოფში „უტრეხტის“ ბარიერი დაძლია და გასული წლის მსგავსად ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

როგორც იცით, პირველ შეხვედრაში ქართველმა მცველმა გამარჯვების გოლი გაიტანა, უტრეხტში სტუმრად გამართული საპასუხო მატჩიც „ვიტესის“ გამარჯვებით (2:1) დასრულდა და არნემული კლუბი ევროპა ლიგის მომდევნო გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

რაც შეეხება ჰოლანდიური კლუბის რეკორდსმენ კაშიას, შესაძლოა ქართველმა ფეხბურთელმა „ვიტესი“ რვაწლიანი ასპარეზობის შემდეგ ამ ზაფხულს დატოვოს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]