weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ეპოქის დასასრული: ბუფონმა და ინიესტამ კარიერა დაასრულეს

11:01 ორშაბათი, 21 მაისი 2018

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ორი უდიდესი ეპოქა დასრულდა - ლეგენდად ქცეული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის „იუვენტუსს“ 17-წლიანი ასპარეზობის შემდეგ გამოეთხოვა, ანდრეს ინიესტა კი მშობლიურ „ბარსელონას“ დაემშვიდობა.

იტალიის ჩემპიონატ სერია A-ს უკანასკნელ ტურში „იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე „ვერონა“ დაამარცხა. აღნიშნული მატჩი უკანასკნელი გამოდგა 40 წლის გოლკიპერისთვის, რომელიც შეხვედრის მსველობისას შეცვალეს და ტრიბუნებზე შეკრებილმა პუბლიკამ იგი აპლოდისმენტებითა და ცრემლებით გააცილა.

საყვარელი კლუბის მაისურით უკანასკნელი მატჩი ჩაატარა კიდევ ერთმა დიდმა საფეხბურთო ვარსკვლავმა ანდრეს ინიესტამ, რომლის კატალონიური კარიერის დასრულებაზე აქამდეც ვწერდით. ინიესტა ბარსელონა-სოსიედადის შეხვედრით დაემშვიდობა მშობლიურ გუნდს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]