weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ინიესტამ მუნდიალის ფავორიტები დაასახელა

14:36 ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეს ინეისტამ მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და ტურნირის ფავორიტებიც დაასახელა.

„ვიტყოდი, რომ ჩემპიონატს ტრადიციული ფავორიტები ჰყავს: ბრაზილია, საფრანგეთი, არგენტინა, გერმანია, თუმცა ასეთ ტურნირებზე ყოველთვის სიურპრიზები ხდება, რაც გასახარია.

მიღწეული უნდა დავაფასოთ და გვახსოვდეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება საკმაოდ რთული და პრაქტიკულად შეუძლებელია. ჯგუფური ეტაპის სტადიის დაძლევაც კი ძალიან ძნელია“, - განუცხადა ჟურნალ GQ-ს ვეტერანმა შუახაზელმა, რომელიც „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ, ახლახანს იაპონურ კლუბ „ვისელ კობეში“ ჩაირიცხა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში გასამართ მსოფლიო პირველობაზე ესპანელების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალია, ირანი და მაროკო იქნებიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]