weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

არგენტინელი ფეხბურთელები ნიგერიასთან მატჩის წინ მწვრთნელის შეცვლას ითხოვენ

11:22 პარასკევი, 22 ივნისი 2018

არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობას მუნდიალზე ნიგერიასთან გადამწყვეტი შეხვედრის წინ მთავარი მწვრთნელის, ხორხე სამპაოლის ნაკრებიდან გაშვებასა და სხვა სპეციალისტის დანიშვნას სთხოვენ.

პრესტიჟული არგენტინული გამოცემის Todo Noticias ინფორმაციით, ფეხბურთელები შოკირებულად უკმაყოფილონი არიან ხორვატიასთან მატჩში იმ სქემით, რითაც 0:3 წააგეს.

„ფეხბურთელები უარს აცხადებენ ხორხე სამპაოლის მეთაურობით ნიგერიასთან მატჩში მონაწილეობაზე“ – განაცხადეს არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ არგენტინამ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად მიიჩნეოდა, პირველ მატჩში ისლანდიასთან ფრედ ითამაშა, ხორვატიასთან კი უშანსოდ დამარცხდა და დიდი ალბათობაა იმისა, რომ ქვეჯგუფში სამარცხვინოდ ჩარჩნენ. ნიჟნი ნოვროგორდში გამართული მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა ხორხე სამპაოლის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ბოთლები დაუშინეს და მისი მიმართულებით ფურთხიც არ დაინანეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]