weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სპორტი

ლუის ჰამილტონი ფორმულა 1-ის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლიდერობას განაგრძობს და მასთან ერთად ბადალი ასევე არ ჰყავს „მერსედესის“ გუნდს, რომელმაც უკვე ზედიზედ მე-10 რბოლა (7 ამ სეზონში) მოიგო.

არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა ნავსი გატეხა და მიმდინარე „კოპა ამერიკაზე“ პირველი შეხვედრა მოიგო. ყატარის წინააღმდეგ „ალბისელესტეს“ თამაში იდეალურისგან ჯერ კიდევ შორს იყო, თუმცა ლიონელ სკალონის გუნდმა წინა ორი მატჩისგან განსხვავებით გაცილებით…

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს სპორტული დელეგაცია 15 მოპოვებული მედლით ამ დროისთვის მე-3 ადგილზეა. პირველ და მეორე ადგილებზე რუსეთი (37) და ბელარუსი (29) არიან.

საქართველოს სამბისტთა ნაკრებს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე მორიგი ოქროს მედალი ლევან ნახუცრიშვილმა მოუტანა.

ახალციხელმა სამბისტმა ბექა ბერძენიშვილმა მინსკის ევროპულ თამაშებზე, ფინალში +100 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, ბელარუსი იური რიბაკი 8:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მინსკში მიმდინარე რიგით II ევროპულ თამაშებზე ოქროს მედლის მფლობელი სოფელ კონდოლში მცხოვრები ვახტანგ ჩიდრაშვილი გახდა. ქართველმა სამბისტმა 57 კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.

რუსეთის დუმის დეპუტატი იგორ ლებედევი FIFA-სგან ითხოვს დასაჯოს საფეხბურთო კლუბ „თბილისის ლოკომოტივის“ ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩის დაწყებამდე ანტისაოკუპაციო მაისურები ეცვათ. ამის შესახებ ლებედევმა „ტვიტერზე“ დაწერა.

მიმდინარე „კოპა ამერიკის“ გათამაშებაზე მე-3 ტურის მატჩები შედგა A ჯგუფში, სადაც პლეი-ოფის საგზურები მასპინძელმა ბრაზილიამ და ვენესუელამ გაიფორმეს, პერუს ნაკრები კი სხვა გუნდებზეა დამოკიდებული, რათა შემდგომ ეტაპზე თამაში შეძლოს.

საფეხბურთო კლუბ „თბილისი ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა, ოთო კობახიძემ და დავით ჯიქიამ პარლამენტთან 20 ივნისიდან დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეების მხარი დაუჭირეს და მატჩის მიმდინარეობისას ცალ თვალზე ხელი აიფარეს.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ქართველი ძიუდოისტი, 26 წლის ლუხუმ ჩხვიმიანი ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა. ამირან პაპინაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]