weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალ ზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ამერიკული ტურნეს ტესტ-მატჩებისთვის 33 მორაგბე შეარჩია.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2017 წლის ფინალური სერია ზაზა ფაჩულიას გუნდმა „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ სტუმრად დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ოკლენდელთა ქართველმა წევრმაც შეიტანა. 

ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ იაპონიაში საქართველოს, მისი კულტურის, ტრადიციების და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  ტოკიოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე ტურიზმის…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია რუსული საფეხბურთო კლუბის „ორენბურგის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.

მსოფლიოს უმსხვილესმა ამერიკულმა სპორტულმა ტელეარხმა „ი-ეს-პი-ენმა“ (ESPN) ყველაზე პოპულარულ სპორტსმენად მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრისტიანო რონალდო დაასახელა, მეორე ადგილი კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ლიონელ მესია.

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ ტურში მოქმედ ბრინჯაოს პრიზიორ არგენტინას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და 26:37 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური და ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად 2 ივნისს შეიკრიბება. ვლადიმირ ვაისის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს გიორგი ლორია და ლევან მჭედლიძე გამოაკლდნენ.

საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. თეთრ ჯგუფში მოასპარეზე საფეხბურთო გუნდი „თელავი“ სატურნირო ცხრილში ლიდერობას აგრძელებს. უკანასკნელ შეხვედრაში „თელავმა“ საკუთარ მოედანზე ხარაგაულის „ჩხერიმელა“ უშეღავათო ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

შოთა არველაძე მუშაობას ტაშკენტის „ფახთაქორში“ გააგრძელებს. არველაძე უზბეკური საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა და „ფახთაქორისა“ და „ბუხარას“ მატჩსაც დაესწრო, ამჯერად კი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „სპორტი 360 გრადუსში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ…

ქართველი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აშშ-ში იმყოფება და მასტერკლასებს ატარებს. ქართველ ფალავანთან ერთად, პროექტში ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონები ჯორდან ბაროუზი, კაილ სნაიდერი და…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]