weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საუდის პროკურატურამ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილების სიკვდილით დასჯა მოითხოვა

11:34 პარასკევი, 04 იანვარი 2019

საუდის არაბეთის პროკურატურამ „ვაშინგტონ პოსტის“ არაბი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეში ხუთი ეჭვმიტანილის სიკვდილით დასჯა მოითხოვა.

საუდის არაბეთის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სასამართლოს პირველ სხდომას ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 11 პირი ადვოკატებთან ერთად ესწრებოდა.

CIA-ს დასკვნით ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის პრინცმა დაუკვეთა

გავრცელებული ინფორმაციით, საუდელმა პროკურორებმა თურქეთს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში შეგროვებული მტკიცებულებების გადაცემის თხოვნით მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის სამეფოს ხელისუფლებას აკრიტიკებდა. ჟურნალისტი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. გამოძიების ჩატარების შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჟურნალისტი საკონსულოს ტერიტორიაზე მოკლეს. მოგვიანებით, ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთმაც აღიარა.

ჯამალ ხაშოგი პრესტიჟულმა ამერიკულმა ჟურნალმა Time, წლის ადამიანად დაასახელა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]