weather cur horoscope tv
მაისი 20, 2024

მსოფლიო

18 ივლისს მაკედონიამ უარი თქვა წინადადებაზე, შეიცვალოს სახელი, რათა ბოლო მოუღოს აღნიშნულ საკითხზე საბერძნეთთან ხანგრძლივ დავას. მოგეხსენებათ, საბერძნეთი მოითხოვს, „მაკედონია“ ოფიციალურად მხოლოდ მის ისტორიულ მხარესა და ჩრდილოეთ პროვინციას ერქვას.

საუდის არაბეთში დააკავეს ქალი სახელად ხულუდი, რომელიც ნეჯდის რეგიონში, ანტიკური ქალაქის ქუჩებში თავსაფრის გარეშე, მოკლე კაბითა და მაისურით სეირნობდა. პოლიციის განცხადებით, ხულუდი შეუსაბამო ჩაცმულობაშია ბრალდებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევში მას პატიმრობა…

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ სამი თვით გახანგრძლივდა. ინიციატივა თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს ეკუთვნის, რომელსაც მხარი მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“, ასევე ოპოზიციურმა „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ“ დაუჭირეს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ კანონპროექტი კანონმდებლების მხარდაჭერას მოიპოვებს. „თუ ეს კანონპროექტი პარლამენტში შევა, დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებენ და ჩემთან გამოგზავნიან, მე კი უყოყმანოდ…

ირანელი მათემატიკოსი მარიამ მირზახანი, რომელიც მათემატიკაში ფილდსის მედლის მფლობელი პირველი ქალია, 40 წლის ასაკში, აშშ-ში გარდაიცვალა. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, მირზახანი 2013 წლიდან მკერდის კიბოს ებრძოდა.

ეგვიპტის ზღვისპირა კურორტ ჰურგადაში მდებარე სასტუმრო „ზაჰაბიაში“ დანით შეიარაღებულმა ეგვიპტელმა მამაკაცმა ორი გერმანელი ტურისტი ქალი მოკლა და ოთხი სხვა ადამიანი დაჭრა.

კორუფციაში ბრალდებული ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დადასტურდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიაში განუცხადეს.

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტისას მთავარ მოვლენად აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა გახდა. შეხვედრის ამსახველი უამრავი ფოტო გავრცელდა, თუმცა რუსულმა მედიამ სამიტი საკუთარი თვალით დაინახა და „ფოტოშოპით“…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]