weather cur horoscope tv
მაისი 12, 2024

მსოფლიო

მონტენეგროს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებს მონტენეგროს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე შესვლა და არაუმეტეს 30 დღით დარჩენა შეეძლებათ. უვიზო რეჟიმი 14 ივნისიდან შევიდა ძალაში.

სამხრეთ ავღანეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში დანაღმული ავტომანქანის ბანკთან აფეთქების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა და 58 დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო, რაც ჟურნალისტებთან საუბარში დაჯგუფების სპიკერმა ყარი იუსუფ აჰმადიმ დაადასტურა.

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია.

პორტუგალიაში ტყეებს მოდებული ხანძრების უდიდესი ნაწილი ჩააქრეს. სამოქალაქო თავდაცვისა და მოსახლეობის დაცვის სამსახურებმა ხანძრის კერების 95%-ის ლიკვიდაცია მოახდინეს, თუმცა ზოგ რეგიონში ტყეები კვლავაც იწვის.

ერაყელი სამხედროების ინფორმაციით, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყში, ქალაქ მოსულში შუასაუკუნეების მეჩეთი ალ-ნური და მისი ცნობილი მინარეთი ააფეთქეს. 

ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში დასასვენებელ-გასართობი ატრაქციონების პარკი სახელად Morgan’s Inspiration Island გაიხსნა, რომელიც სპეციალურად შშმ პირებისთვისაა განკუთვნილი.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს მსოფლიოში გადაადგილებულ პირთა რიცხვი 65.6 მილიონამდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი, რაც 2015 წელთან შედარებით დაახლოებით 300 ათასით მეტია, მოიცავს როგორც ლტოლვილებს, ისე თავშესაფრის მაძიებლებსა და…

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სამართალდამცავებისა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, რაც პოლიციის მხრიდან წინა დღეს ქალაქში დაუცველობის პრობლემის გასაპროტესტებლად აღმართული კარავის აღებას მოჰყვა. პოლიციელებთან შეტაკებას, სულ მცირე, ორი დემონსტრანტი ემსხვერპლა,…

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას გმობს, როგორც „სასტიკ რეჟიმს“ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ციხეში 17-თვიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ამერიკელი სტუდენტი ოტო უორმბირი გარდაიცვალა.

პარიზის ყველაზე დიდ და ცნობილ გამზირზე, ელისეს მინდვრებზე პოლიციის მიკროავტობუსს ავტომობილი „რენო მეგანი“ შეეჯახა, რომლის საჭესთან შეიარაღებული პირი იჯდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]