weather cur horoscope tv
მაისი 19, 2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მამა-შვილი ემსხვერპლა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა, ლევან ალანიამ განუცხადა, გარდაცვლილები 56 და 28 წლის მამაკაცები არიან.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული 85 191 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 24 201 ადამიანს დაუდასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 28.41%-ია.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც გუშინ მთავრობის სხდომას უძღვებოდა, მოგვიანებით კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი დაუდასტურდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ის თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალიდან, პირველი თებერვლიდან ოჯახის ექიმები მათთან რეგისტრირებული კოვიდ-პაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას მიესალმება. ამის შესახებ მისი განცხადება Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, რომელშიც 30 დეპუტატია გაწევრიანებული, საპარლამენტო საქმიანობას გააგრძელებს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ასევე მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში წუხელ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პროფკავშირების შეფასებით, აფეთქება, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა,…

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, ოთხი წლის ვადით, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი, ნოდარ შეროზია აირჩიეს. მან 18 ოპოზიციური ხმა მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ არც საკუთარი კანდიდატი დააყენა და არც კენჭისყრაში მიიღო…

„თქვენც შეგიძლიათ ასეთივე სარგებლობით, იჯარით აიღოთ ტყის უბანი, თუ მზად ხართ, ის ვალდებულებები იკისროთ, რომელიც საიჯარო ხელშეკრულებაში იქნება გათვალისწინებული“, – განუცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს…

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის შახტში პირველადი მოკვლევის შედეგად სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა. გუშინ, შახტში მუშაობის დროს ერთი მეშახტე დაიღუპა, რვა კი დაშავდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]