weather cur horoscope tv
მაისი 19, 2024

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის შესაძლოა უსარგბელო იყოს რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული სანქციები, თუ მათ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში მიიღებენ.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 84 762 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 18 274 ადამიანს დაუდასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 21.56%-ია.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის ეროვნული თანხმობის პროცესის ახსნა სურდა, თუმცა საუბარი არ შედგა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას, რომლის მიხედვითაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 9% უჭერს მხარს, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ტელეფონით საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების დასახელება არ სურს,…

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა თბილისში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საფოსტო გზავნილში არადეკლარირებული 150 ცალი ოქროს მონეტა აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 196 045 ლარი შეადგინა.

ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა მმართველი პარტიის „ნურ ოთანის“ (Nur Otan) თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ის ამ პოსტზე ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა შეცვალა. გადაწყვეტილება პარტიის მორიგ ყილობაზე მიიღეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დაბა ბაკურიანში 5958 კვ.მ ტყის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის გადაცემა გააპროტესტეს. როგორც პარტიის ლიდრებმა, გიორგი ბოტკოველმა და ლევან ხაბეიშვილმა განაცხადეს, იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, რომ ტყე „ხალხს…

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური ადასტურებს, რომ ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, სუს-ი აცხადებს, რომ უკანონო აქტივობები ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელდა და გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების საოკუპაციო ხაზს…

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში შესასვლელად მზად არის. ნათელაშვილი ელოდება, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“ მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეწუხებულია რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ხელისუფლების მიერ ადამიანების გატაცებისა და დაუსაბუთებელი დაკავებების შესახებ გავრცელებული ცნობებით. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]