weather cur horoscope tv
მაისი 07, 2024

„30 წელი ხანგრძლივი დროა, მაგრამ ამავდროულად მხოლოდ დასაწყისია. შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში იდგება ქართველი ხალხის გვერდით“, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა…

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის კადრები შეინარჩუნეს, რომლებიც უფრო კომპეტენტურებად და კეთილსინდისიერებად იქნენ მიჩნეული. 

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი გ.ბ. დააკავეს.

ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზად არის. 

საქართველოს მასშტაბით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 78 172 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 5087 ადამიანი, ხოლო – 39 გარდაიცვალა.

ქართული კერძო ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირ ავიარესს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის Facebook-გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა, თუმცა შემდეგ წაიშალა.

ზვავსაშიშროების საფრთხის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალაქ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება დაიწყო.

„ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა პოლიციელის მხრიდან შშმ არასრულწლოვნის ცემის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოში სამართალდამცველთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ერთეული შემთხვევებია და ეს სისტემურ პრობლემას არ წარმოადგენს. 

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ინსპექტორის თანამდებობა მიმდინარე წლის მარტიდან…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]