weather cur horoscope tv
მაისი 19, 2024

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელი სხდომა, სადაც შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე უნდა ემსჯელათ, გაურკვეველი დროით გადაიდო. 

„უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ყველაფერი ისე წერია, როგორც ეს მოცემულ სიტუაციაშია საჭირო“, – ამის შესახებ პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ჩატარებული 45 623 ტესტის შედეგად, ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 28.82%-ია.

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი მეშახტე დაიღუპა, რვა კი დაშავდა. დაშავებულები ტყიბულის საავადმყოფოდან რეანომობილით თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

თბილისში, გლდანის მეორე მიკრო-რაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ოჯახის ხუთი წევრი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის სამი არასრულწლოვანია. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის, პროექტში 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. 

თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილი შენობისა და ამჟამინდელი სექციის წინ პარტია „ევროპული საქართველოს“ აქციის გამო, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, ალექსეი ზაიცევმა განაცხადა. 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრი სოსლან ნანიევი ოკუპრებული ახალგორის [ლენინგორი] რაიონში იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ნანიევი საზოგადოების წარმომადგენლებსა და რაიონული საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა და…

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტმა საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით, 107 051 ლარი გასცა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2019-2020 წლებში საკრებულოს საქმიანობას ეხება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ბ.ფ. და 1949 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]