weather cur horoscope tv
მაისი 07, 2024

თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე ორხევის დასახლებაში, თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, მოქალაქეების წინააღმდეგობის ფონზე, უკანონოდ აშენებული სახლები დაანგრია. ზოგიერთი დაზარალებული აცხადებს, რომ წასასვლელი არსად აქვს. 

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 64 412 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 17 066 ადამიანს დაუდასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 26.5%-ია.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის ხსენება პრობლემა არ იყო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ანგარიში გაუწია „ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციას და თავად უკრაინის მხრიდან…

„ჩვენ ყველაზე რელევანტური და ლეგიტიმური კვლევა გქვონდა სულ რაღაც ორი თვის წინ, როდესაც ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უახლეს კვლევასთან დაკავშირებით.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0637 ლარი გახდა, ხოლო ევროს – 3.4298 ლარი.

თბილისის მეტროში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 17 წლის ბიჭის ცემისთვის დაკავებულ პოლიციელებს – ნუგზარ ბაქრაძეს და კახაბერ ბაკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო. 

პროკურორის ინფორმაციით, თბილისის მეტროში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 17 წლის ბიჭის ცემისთვის დაკავებული პოლიციელები უარყოფენ, რომ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ისინი არიან. ამის შესახებ პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 24%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 9% მხარს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს, 8% კი სხვა პარტიებს ასახელებს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უახლესი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა – 52% მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა, 39% კი მოქმედი მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს. 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთავრობის მეთაურის…

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 46% საქართველოს პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. ერთი წლის წინ, 2021 წლის თებერვალში, ეს მაჩვენებელი 36%-ს უდრიდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]