weather cur horoscope tv
მაისი 07, 2024

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის და ყოფილი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის განცხადებით, უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა „საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს“ სცდება იმით, რომ საქართველოში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს იცავს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე 20 იანვრის გადაწყვეტილებით საქმეზე „ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ“ კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ 3000 ევროს გადახდა დააკისრა. საქმე…

ბელარუსის სტანდარტიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა საშიში პროდუქტების ჩამონათვალში ქართული და ესპანური ღვინოები შეიტანა. დეპარტამენტის ვებ-პორტალზე არსებული ინფორმაციით, საუბარია საქართველოში, კომპანია „ყვარლის სარდაფის“ მიერ წარმობულ წითელ, ნახევრად-ტკბილ ღვინოზე – „ოჯახური კახური“ („Кахетинское…

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და პარლამენტში თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრის, კორნელი სალიას არჩევას გამოეხმაურა. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი კორნელი სალია აირჩიეს. მას საკრებულოს 14-მა ოპოზიციონერმა წევრმა მისცა ხმა, „ქართულ ოცნებას“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრანაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს სანქციებს, რომლის მსგავსი არასდროს უნახავს. ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის კატასტროფა იქნება. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებულებს – ელგუჯა ცომაიას, მამა-შვილ წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა. 

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 38 306 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 6351 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3043 ინფიცირებული, ხოლო 27 გარდაიცვალა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ 26 იანვრიდან ქვეყანაში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის საჯარო ადგილებში პირბადის ტარების სავალდებულოობა და კოვიდ-სერტიფიკატები, გაუქმდება. ჯონსონის თქმით, მთავრობა…

შვეიცარიამ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდპასპორტები აღიარა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში შვეიცარიის საელჩომ გაავრცელა. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]