weather cur horoscope tv
მაისი 19, 2024

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილის თვითმკვლელობას გამოეხმაურა და „სამთავრობო არხების“ ჟურნალისტები ამ ფაქტის გაშუქებისთვის გააკრიტიკა. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიუსამძიმრა ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილთა ოჯახს, რომლის წევრმა გუშინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფიზე სუბსიდია 200 კილოვატ-საათის მოხმარებას შეეხება. სუბსიდიას მიიღებენ ის სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია.

საქართველოს კულტურის სამინისტრო გეგმავს ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორთან, ლაშა ბაქრაძესთან „სერიოზულად განიხილოს“ წიგნის გამოცემისას დაშვებული შეცდომა. საქმე ეხება პოეტ ელენე დარიანის შესახებ გამოცემულ წიგნს, სადაც ანა კალანდაძის ორი ლექსი შევიდა…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა თბილისსა და გონიოში საერთაშორისო ფინანსური ცენტრების შექმნაზე მუშაობს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადების პროცესის კოორდინაცია ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას დაავალა.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული, 29 711 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 3656 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3066 ინფიცირებული, ხოლო 32 გარდაიცვალა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, ელექტროენერგიის ტარიფი ბიუჯეტიდან დაუსუბსიდირდება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურ აგენტებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელებს ჰპირდება, რომ მათი ხელფასები თებერვლიდან გაიზრდება. 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლის, 37 წლის ნონა ჭაბაშვილის გარდაცვალების საქმეზე მისი ყოფილი მეუღლე, 38 წლის გ.ბ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა ქალი გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით სახლში…

საკონკურსო კომისიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები შეარჩია და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წარუდგინა. ცესკოს თავმჯდომარეობს კანდიდატები არიან მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, თამაზ ფოლადაშვილი და თენგიზ თევზაძე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]