weather cur horoscope tv
მაისი 07, 2024

კიევის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და სამშობლოში დაბრუნებული მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიმართ, რომელიც სახელმწიფო ღალატშია ბრალებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ გამოიყენა. პროკურატურა პოროშენკოს დაპატიმრებას ან გირაოს სახით…

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გუშინ და დღეს დილით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ტერიტორიას ნიშნავენ, რაც, სავარაუდოდ, მავთულხლართების გასაბმელად მოსამზადებელი სამუშაოებია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ნათლისღება სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ საქართველოს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მიწის ფართობი გადმოეცა.

სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია არ უტარდება. როგორც ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ განაცხადა, მათთვის უცნობია, რატომ არ არის…

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ხელისუფლებას სთავაზობს, მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალოს, რომელსაც ის მის ეპარქიაში მოიხდის. 

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსეთი შესაძლოა ნებისმიერ დროს თავს დაესხას უკრაინას. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდვანმა, ჯენ საკიმ ბრიფინგზე განაცხადა. 

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 63 605 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 8728 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 8545 ინფიცირებული, 43 კი გარდაიცვალა.

კულტურის სამინისტროს მმართველობაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაუქმდა, მისი უფროსი ბექა ბარამიძე კი გათავისუფლდა. 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშიებით კომენტარი გააკეთა. კელი დეგნანის თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი სამსახურის გაუქმების საჭიროება კარგად უნდა ყოფილიყო ახსნილი.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება 2022 წლის 1 აპრილამდე შეჩერდა. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღეს. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]