weather cur horoscope tv
მაისი 19, 2024

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფი ავრცელებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საახალწლო უქმეების შემდეგ, 11 იანვრიდან, შვებულება აიღო. ადგილობრივი გამოცემა Qartli.ge იუწყება, რომ ხინჩეგაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, მერის მოვალეობას კი პირველი მოადგილე, ნიკა ღვინიაშვილი ასრულებს. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არსებული ტესტები, განსაკუთრებით სწრაფი ტესტი, კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა. 

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ, 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ, დაბლოკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დადგენილება, რომელიც საშუალო და მსხვილ კომპანიებს თანამშრომლების კორონავირუსზე ვაქცინაციას ან ყოველკვირეულად, საკუთარი ხარჯით, ტესტის გაკეთებას ავალდებულებდა. აღნიშნული…

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 60 753 ტესტის შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 5567 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1661 ინფიცირებული, 36 კი გარდაიცვალა.

ქართველმა სპორტსმენმა საბა ქუმარიტაშვილმა 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოციგავეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონზე ვეტოს დადება პრეზიდენტის მხრიდან მნიშვნელოვანი მესიჯი იქნებოდა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეზე ბრალებულმა ელგუჯა ცომაიამ დაადასტურა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი (გია) ლორთქიფანიძემ სთხოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს, რომელიც პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს. ზურაბიშვილის თქმით, უსამართლო ვითარება შეიქმნა, თუმცა სამართლებრივი ხასიათის…

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას განმარტა, რას ნიშნავს მისთვის „ეროვნული თანხმობა“.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]