weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

სვანეთის ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო

11:38 სამშაბათი, 07 ივლისი 2020 hits 336
ფოტო © საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფოტო © საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მესამე დღეა ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ რთული რელიეფი, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი მეხანძრეების მუშაობას ხელს უშლის. ცეცხლის ჩასაქრობად დღეს სასაზღვრო პოლიციის მესამე ვერტმფრენის გამოყენება გახდა საჭირო.

„ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ძალები - 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, სვანეთში სამუშაო შტაბია შექმნილი და ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

იდლიანის თემში, მთის კლდოვან ფერდობზე ძლიერი დაკვამლიანება 5 ივლისს შენიშნეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მათთან შეტყობინების შესვლიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა 20 მეხანძრე-მაშველი ჯვრის, წალენჯიხის და მესტიის განყოფილებებიდან, ხოლო მეორე დღეს, სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენის ჩართვა.

6 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, ცეცხლი ორ ჰექტარზე იყო გავრცელებული.

ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]