weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვაშლოვანის ნაკრძალში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

12:38 ხუთშაბათი, 01 ივლისი 2021

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მეხის ჩამოვარდნის შედეგად გუშინ გაჩენილი ხანძარი ჩამქრალია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე, წაქცეულ ხეებსა და კუნძებზე იყო გავრცელებული.

„რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან ვერ ხერხდებოდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით დაწყება. ამ დროისთვის, ცოცხალი ძალის აქტიური მუშაობის შედეგად, ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე მუშაობდა მეხანძრე-მაშველთა 30 კაციანი ჯგუფი“, – აცხდებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ხანძრის ქრობაში რეინჯერებიც მონაწილეობდნენ. როგორც „რეგინფოს“ ვაჟა ჩერქეზიშვილმა უთხრა, ხანძრის კერებამდე მისასვლელად რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიარეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]