weather cur horoscope tv
აგვისტო 05, 2020

თუშეთში ნახანძრალ ტერიტორიაზე ცეცხლი ისევ გაჩნდა

15:48 პარასკევი, 15 სექტემბერი 2017 hits 1387
თუშეთში ნახანძრალ ტერიტორიაზე ცეცხლი ისევ გაჩნდა ფოტო © ლევან სულაკაური

თუშეთის სოფელ ხახაბოსთან ხანძარია და ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება. ომალოში ახმეტის გამგებლის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, ცეცხლი ნახანძრალ ტერიტორიაზეა.

როგორც ლადო კახოიძემ „რეგინფოსთან“ საუბარში აღნიშნა, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ეკიპაჟი, დაახლოებით 15 ადამიანი იმყოფება, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. მათი თქმით, ჯერჯერობით დამატებითი ძალების მობილიზება საჭირო არ არის.

სოფელ ხახაბოსთან, დაახლოებით 3-4 კილომეტრში, ტყეში ხანძარი 2 სექტემბერს გაჩნდა. მისი ლიკვიდაციის სამუშაოები და ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავება 10 სექტემბერს დასრულდა. ამ დროისთვის, უცნობია, თუ რა ფართობი დაიწვა 2-10 სექტემბრის ხანძრის შედეგად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]