weather cur horoscope tv
ოქტომბერი 03, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

გარემოს დაცვა

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინფორმაციით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკების (იგივე ჯეირანი) მეექვსე თაობა დაიბადა. გამწვანებულ სამუხის ველზე ქურციკების ნაშიერები - ლიკლიკები გამოჩნდნენ და ისინი თავს შესანიშნავად გრძნობენ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა ეკლესიისკენ მიმავალი საფეხმავლო ხიდი მოწყვიტა. გარდა ამისა, ქუთაისი-ალპანა- მამისონის საავტომობილო გზის 130-ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა აკრძალული იყო.

აბასთუმნის წიწვოვან ტყეში დღეს გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს და მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.

რაჭაში, ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს. სასამართლოში ადგილობრივი მოქალაქეების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციები „მწვანე ალტერნატივა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“…

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესება: წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი…

მთავრობა საგანგებო მდგომარეობით სარგებლობს და 20-ზე მეტ დაგეგმილ პროექტზე გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებს საჯარო განხილვების გარეშე მიიღებს. ამ პროექტებს შორის არის აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობაც, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებს და „ზურმუხტის…

წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, „მწვანე ალტერნატივამ“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

ონის მუნიციპალიტეტში რაჭის ეროვნული პარკი და შოვის აღკვეთილი შეიქმნება, რომლის ფართობიც 52 191 ჰექტარს მოიცავს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, უკვე მომზადებულია კანონპროექტი „რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის შექმნისა და…

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე სრული ლოკალიზაციაა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გარემოსა და ადამიანის უფლებების საკითხზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი დევიდ ბოიდი საქართველოში მოიწვია. მოწვევაში სახალხო დამცველი სპეციალურ მომხსენებელს სთხოვს, გაეცნოს და შეაფასოს ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ზეგავლენა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]