weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გარემოს დაცვა

საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია – პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი ფართობი 443 ჰექტარია. ეს ერთადერთი ადგილია საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც პონტოს მუხის კორომები შედარებით დიდ ფართობზეა…

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „Art-გენი“ წელს ახმეტის მუნიციპალიტეტში გაიხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, 16 ივნისს, ე.წ. წყაროებში მისულ სტუმრებს სხვადასხვა ტიპის გამოფენები და საინტერესო სივრცეები დახვდებათ. მოეწყობა რეგიონული ფოლკლორული ანსამბლების…

გარემოსდაცვითი ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივის“ განცხადებით, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით მთავრობას კაბალური ხელშეკრულება აქვს დადებული, რომლის მიხედვითაც პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში 60 მილიონი დოლარის ზარალს მიაყენებს.

გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ - კარეტაკარეტა, რომელიც ხმელთაშუა ზღვიდან ფოთის სანაპირო ზოლში მარტის ბოლოს შემოვიდა, ბუნებრივ გარემოში, შავ ზღვაში დააბრუნეს.

კალიფორნიაში, სან ფრანცისკოს სანაპირო კრისი ფილდზე კრეატიული გზით შეეცადნენ ზღვებისა და ოკეანეების პლასტიკით დაბინძურების საყოველთაო პრობლემაზე ცნობიერების ამაღლებას.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები გაფართოვდება. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი კანონპროექტი განიხილა და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა.

საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 25 კილომეტრზე (18 ჰა ფართობი) ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მთავრობამ, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, წითელ ნუსხაში შეტანილი 109 ხის მოჭრის ნებართვა გასცა. პრემიერ-მინიტრის განკარგულების შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული ააიპ „ასოციაცია ატუ“ 60 ძირ იმერულ მუხასა და…

ეროვნული სატყეო სააგენტო, ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომლებიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გამთენიისას მუშაობა განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმაც.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]