weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გორში, კულტურისა და დასვენების პარკში სამართალდამცავები 15 საათზე მეტია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. დღეს პარკში სპეციალური ტექნიკა მიიტანეს, რომლის მეშვეობითაც ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას იკვლევენ. არაოფიციალური ცნობით, პოლიცია 14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რუსთავში დააკავეს. მას ბრალი ქურდული სამყაროს წევრობასა და გამოძალვაში ედება.

ლევან გორგაძე იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირზე ასპარეზობას წარუმატებლად აგრძელებს. ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სეკიტორი მეოთხედ დამარცხდა და უარყოფით ბალანსზე (3:4) გავიდა.

ცნობილი ამერიკელი მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი უილიამ გოლდმენი 87 წლის ასაკში, ნიუ იორკში პნევმონიით გარდაიცვალა. მწერალი კოლორექტალურ სიმსივნეს ებრძოდა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ორსული ცოლის მიმართ სისტემატური ძალადობისთვის ბრალდებული თ.ხ. დამნაშავედ ცნო და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა რუსეთის დედაქალაქში გამართულ გრან-პრიზე შესანიშნავად იასპარეზა და ამ დროისთვის მე-2 ადგილზეა. ყვითელაშვილმა „როსტელეკომის თასზე“ მოკლე პროგრამა უშეცდომოდ შეასრულა და მისთვის სარეკორდო 89.94 ქულით, საწყისი დღის…

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი გუდაური-კობის გზაზე ზვავსაშიშროების მონიტორინგს ახორციელებს. მათი შეფასებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშროების გამო, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება დღის განმავლობაში რეკომენდებული არ არის. შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველანაირი…

„გასულ პარასკევს ვიყავი ლონდონში, როდესაც მუქარა მივიღე ჩემს სოციალურ ქსელში. შემდეგ გავიგე, რომ იგივე მუქარა მიიღეს ჩემმა დამ და დედამ. პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად ალბათ ყველა, ვისაც ჰყავს და, დედა, დამეთანხმება, რომ…

ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში მიმდინარე გრან-პრის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძიუდოკამ ტურნირზე 5 ორთაბრძოლა მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 1990 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]