weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ტემპერატურის დაცემასთან ერთად აზიურმა ფაროსანამ უკვე საცხოვრებელ სახლებში გადაინაცვლა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიურობა, რათა მათ აზიური ფაროსანა მექანიკური მეთოდებითა და სახლის პირობებში დაშვებული პრეპარატებით…

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, სადაც არჩევნების წინ, პარტიის ლიდერები მუნიციპალიტეტების მერებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, კასპის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძეც მივიდა. იაძის განცხადებით, ის „ქართულ ოცნებაში“ სპორტის მიმართულებით მუშაობს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, დუშეთის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ, რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩებისა და ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, კანონის წინაშე აგებს პასუხს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა არჩევნებს არ უკავშირდება.

საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურამ ბრალი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ცემა] წარუდგინა.

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მდებარე საექსპოზიციო სივრცე 5 თვის განმავლობაში ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს დაეთმობა.

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

შერეული ორთაბრძოლების ორგანიზაცია UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაიტის თქმით, კონორ მაკგრეგორს უნდა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვთან მალევე გამართოს მატჩ-რევანში.

თელავში, ერეკლე II-ის გამზირზე გამოჩენილი რეჟისორის, სცენარისტის, ხმის ოპერატორისა და საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გარი კუნცევის მემორიალური დაფა გაიხსნა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]