საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„მე ველოდები გამარჯვებას. ეს იქნება პირველ ტურში, თუ მეორე ტურში ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. დამარცხება არ იქნება“, - განაცხადა ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.
„მე გავაკეთე არჩევანი, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. უფრო მნიშვნელოვანია ქართველი ხალხი რა არჩევანს გააკეთებს“, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.
ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „ლესტერ სიტის“ ტალანდელი მფლობელის, ვიჩაი შრივადანაპრაბას პირადმა ვერტმფრენმა კლუბის სტადიონის მახლობლად კატასტროფა განიცადა. შვეულმფრენი „კინგ პაუერ სტედიუმთან“ პარკირების ადგილას ჩამოვარდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 6.15% შეადგინა. კენჭისყრაში მონაწილეობა 215 329 ამომრჩეველმა მიიღო.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. როგორც „რეგინფოს“ მთავარ პროკურატურაში უთხრეს, სარალიძეს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ამირან პაპინაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი აბუ დაბის გრან-სლემის გამარჯვებულები გახდნენ. არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მიმდინარე ტურნირის პირველ დღეს პაპინაშვილმა (60 კგ) და მარგველაშვილმა (66 კგ) ოთხ-ოთხი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს და…
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებზე ხმა მისცა იმ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, იყოს ყველას პრეზიდენტი და რომელიც იამაყებს იმით, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 10:00 საათის მდგომარეობით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
„ჩემთვის ჩემი რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ვთქვა, რომ სადაც ვიმუშავე, პატიოსნად ვიმსახურე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო პოლიტიკური რეპორტაჟი“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ…
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, გორში, 25 ოქტომბერს, 8 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე ამნისტირებულია 2012 წლის ამნისტიის კანონით, ასევე მას დარჩენილი სასჯელი პრეზიდენტმა 13 თვით შეუმცირა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11