საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ანა ბიბილაშვილი თბილისის მერობის, ბადრი ჯაფარიძე კი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა.
ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საბოლოო, სრული ავტორიზაცია მიანიჭა.
თბილისის დასუფთავების სამსახურმა თანამშრომელი, რომელიც 6 აგვისტოს გაფიცვის ერთ-ერთი ლიდერი იყო, სამსახურიდან გაათავისუფლა. ირაკლი ბაღდავაძეს უკანონო გაფიცვის ორგანიზებაში, თანამშრომლებთან დაპირისპირებასა და მათზე მუქარაში ადანაშაულებენ.
„ჩვენ ახლა ვართ დღიურად, საშუალოდ, 25 ათას აცრაზე, რაც არ არის საკმარისი ტემპი მიმდინარე ეპიდემიის გარდატეხისთვის. ჩვენი მიზანია, დღის განმავლობაში 35-40 ათასი აცრა შესრულდეს იმისთვის, რომ ვაქცინაციის ფონზე იმუნური ფენა…
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. ვაქცინა გაიკეთა ტალახაძის მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემაც.
სამეგრელოში, რუხის საავადმყოფოში ოკუპირებული გალის რაიონიდან გადმოყვანილი 22 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი 26 ივლისს მიიღეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.
„ევროპულმა საქართველომ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 11 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხონის და თერჯოლის მერობის კანდიდატებს, ზურაბ ჯიბუხაიას და ზურაბ ბუცხრიკიძეს მხარს სხვა ოპოზიციური პარტიებიც უჭერენ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ორჯერადად ვაქცინირებული პირის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ეს პანიკის საფუძველს არ უნდა იყოს.
„დღესდღეობით, ჩვენ ვაკვირდებით თბილისსა და აჭარაში ინფექციის მატების გარკვეულ სტაბილიზაციას, თუმცა არსებული მონაცემებით, სხვა რეგიონებში ველოდებით აღმავალ ტალღას“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 22 875 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსი 2354 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5200 ინფიცირებული, 60 კი გარდაიცვალა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11