საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარას, 17 კი თბილისს უკავშირდება.
მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა 36 წლის მამაკაცი, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა და არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა.
პარტია „ლელოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის, ირაკლი მატუას განცხადებით, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ოთარ ქადარიამ ქალაქისა და პარტიის დატოვების სანაცვლოდ 600 ლარი მისცა. მისივე თქმით, ოთარ ქადარია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის,…
ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრებ 14 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბოლო დღე-ღამეში, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 526 პირი გამოიკვლიეს.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, დაგეგმილი არჩევნების თარიღის შეცვლა არ იგეგმება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განცხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
კახეთში დღეს კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, COVID-19 დაუდასტურდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრებ 64 წლის ქალს, რომელიც რამდენიმე დღის წინ…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11