საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონში ბიზნესმენი ჯემალ სოსელია გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაწყებულია…
15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დღეს გამოაცხადა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 42 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ. ამის შესახებ „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,…
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში, ჩვეულ გარემოში დაიწყება, თუმცა კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციების დაცვა აუცილებელი იქნება.
გორის მუნიციპალიტეტში, გორი-ტყვიავის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ავტოავარია გუშინ, 6 სექტემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ბავშვის მამა მართავდა.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში უცხოელი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და ექვსიდან რვა წლამდე…
„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, პარტიის „მარშალის გეგმა“ წარადგინა, რომელიც, მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკის ძირეულ რეკონსტრუქციას გულისხმობს. „ლელოს“ სტრატეგიული დოკუმენტის მთავარი მესიჯებია:
თბილისში, ფილარმონიასთან, კლუბ „დეჟავუში“ გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მუშა 26 წლის ბორჯომელი მამაკაცია. წინასწარი ინფორმაციით, ის კონდიციონერის დამონტაჟების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონის აფეთქებას ემსხვერპლა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი გლუნჩიძის ცემისთვის 1988 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11