weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კრიტიკოსთა დაჯილდოების გამარჯვებული ალფონსო კუარონის „რომა“ გახდა

14:54 ორშაბათი, 14 იანვარი 2019

პრესტიჟული ამერიკული კინოპრემია კრიტიკოსთა დაჯილდოების (Critics’ Choice Awards) 2018 წლის ტრიუმფატორი მექსიკური შავ-თეთრი დრამა „რომა“ გახდა. ფილმი, რომლის სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი, მონტაჟიორი და ოპერატორი ოსკაროსანი ალფონსო კუარონი გახლავთ, დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი - 4 ჯილდო მოიპოვა.

ვენეციის კინოფესტივალის ტრიუმფატორი და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი ფილმი კრიტიკოსებმა წლის ფილმის, რეჟისორის, უცხოური ფილმისა და საუკეთესო ოპერატორის ნომინაციებში გამოარჩიეს.

კრიტიკოსთა ტელე-რადიო და ონლაინ სამაუწყებლო ასოციაციის (BFCA) მიერ ორგანიზებული დაჯილდოება ფილმების ყველაზე მნიშვნელოვანი და სოლიდური დაჯილდოების - ოსკარების ცერემონიის ერთ-ერთი წინამორბედია, ამიტომაც კრიტიკოსთა დაჯილდოების პრიზიორები ოსკარებზე მოხვედრისა და გამარჯვების უმთავრეს კანდიდატებად მოიაზრებიან.

2018 წლის კრიტიკოსთა დაჯილდოების ნომინაციებში გამარჯვებული ფილმების სრული სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო ფილმი - Roma

საუკეთესო რეჟისორი - ალფონსო კუარონი (Roma)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ქრისტიან ბეილი (Vice)

საუკეთესო მსახიობი ქალი - გლენ კლოუზი (The Wife), ლედი გაგა (A Star Is Born)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში - მაჰერშალა ალი (Green Book)

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში - რეჯინა კინგი (If Beale Street Could Talk)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კომედიურ ფილმში - ქრისტიან ბეილი (Vice)

საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ ფილმში - ოლივია კოლმანი (The Favourite)

საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი - ელსი ფიშერი (Eighth Grade)

საუკეთესო სამსახიობო გუნდი - The Favourite

საუკეთესო ორიგინალი სცენარი - პოლ შრეიდერი (First Reformed)

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - ბარი ჯენკინსი (If Beale Street Could Talk)

საუკეთესო მუსიკა - ჯასტინ ჰურვიცი (First Man)

საუკეთესო სიმღერა - “Shallow” (A Star Is Born)

საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი - ალფონსო კუარონი (Roma)

საუკეთესო მონტაჟი - ტომ კროსი (First Man)

საუკეთესო მხატვრული გაფორმება - Black Panther

საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი - Black Panther

საუკეთესო გრიმი - Vice

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები - Black Panther

საუკეთესო მძაფრსიუჟეტიანი ფილმი - Mission: Impossible – Fallout

საუკეთესო კომედია - Crazy Rich Asians

საუკეთესო ფანტასტიკური / საშინელებათა ფილმი - A Quiet Place

საუკეთესო უცხოურ ფილმი - Roma (მექსიკა)

საუკეთესო ანიმაცია - Spider-Man: Into the Spider-Verse

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]