weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პოლ შრეიდერი მომდევნო ფილმში კვლავ ეთან ჰოუკთან ითანამშრომლებს

12:51 ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019

ვეტერანი სცენარისტი და რეჟისორი პოლ შრეიდერი, რომელმაც მდიდარი კარიერის მიუხედავად პირველი საოსკარე ნომინაცია მხოლოდ ახლა მიიღო, მორიგ ფილმში კვლავ ეთან ჰოუკს გადაიღებს. ვესტერნის ჟანრის სურათში, რომლის სამუშაო სათაურია Nine Men from Now, მონაწილეობას ასევე მიიღებს ჰოლივუდის ვარსკვლავი ვილემ დეფო, რომელსაც შრეიდერთან უამრავჯერ უმუშავია.

პოლ შრეიდერი, რომლის კარიერა კინოშედევრებთან ერთად საკმაოდ წარუმატებელ და საყოველთაოდ დაწუნებულ ფილმებსაც ითვლის, ახალ ფილმზე კვლავ სტუდია A24-თან ითანამშრომლებს.

„ტაქსის მძღოლის“, „ცოფიანი ხარისა“ და „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების“ სცენარის ავტორმა Los Angeles Times-თან ისაუბრა მისი და ეთან ჰოუკის ბოლო ერთობლივ ფილმზე სათაურით - „პირველი რეფორმირებული ეკლესია“ (First Reformed), რომლითაც ბევრი კრიტიკოსისა და კინომცოდნის გასაკვირად, ეთან ჰოუკი წლევანდელ ოსკარზე არ წარადგინეს, თავად პოლ შრეიდერმა კი ორიგინალი სცენარის კატეგორიაში მიიღო ნომინაცია.

„კრიტიკოსებსა და კინოაკადემიას რომც არ გამოერჩიათ და ეღიარებინათ, მე ისედაც ვიცოდი, რომ First Reformed კარგი ფილმია. მე მყისვე ავიღე ტელეფონი და ეთან ჰოუკს ვუთხარი: ეთან, შენ გაიმარჯვე, შენ შესაძლოა არ ხარ ნომინირებული, მაგრამ შენ გაიმარჯვე. შენმა შესრულებამ ნამდვილი აფეთქება მოახდინა და ეს არასოდეს დაივიწყო.“ - აღნიშნა 72 წლის სცენარისტ-რეჟისორმა.

„პირველი რეფორმირებული ეკლესია“ ვენეციის 2017 წლის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ პროგრამაში იყო, გოთემის დაჯილდოებაზე ფილმმა ორი ჯილდო აიღო, კინოკრიტიკოსებისგან კი ორიგინალი სცენარში ხვდა აღიარება წილად.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]