weather cur horoscope tv
სექტემბერი 30, 2020

განტვირთვა

ავსტრიის ქალაქ ლიენცის საოჯახო ფერმაში მცხოვრები ვალისერის შავკისერა შინაური ჯიშის თხა სახელად რასპუტინი გინესის რეკორდსმენია - მისი გადაშლილი რქების სიგრძე 1 მ და 35 სმ გახლავთ.

აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ამერიკის ეროვნული სამმართველო (NASA) იუპიტერის გარშემო მოძრავ ყინულოვან მთვარე ევროპაზე რობოტს გაუშვებს, რომელიც იუპიტერის თანამგზავრის ყინულოვან ქერქს გაბურღავს და არამიწიერი სიცოცხლის ნიშნებს მოიძიებს.

რუსმა პროდიუსერმა სვეტლანა მიგუნოვა-დალიმ, რომელმაც „ოსტატი და მარგარიტას“ ეკრანიზაციის უფლებები ჯერ კიდევ ათი წლის წინ შეიძინა, განაცხადა, რომ მიხეილ ბულგაკოვის ფილოსოფიური რომანის კინოადაპტაციაზე ამერიკელ კოლეგა გრეის ლოსთან ერთად იმუშავებს.

სამხრეთ პოლონეთში, დომბროვსკის პოვიატში მდებარე პატარა სოფელი სახელად ზალიპიე ყვავილებით მოხატული ქოხებით, ჭებითა და ხიდებით გამოირჩევა. ზალიპიეში საცხოვრებლების ყვავილებით მოხატვის ტრადიცია უბრალო შემთხვევიდან მომდინარეობს.

12 თებერვალს ლოს ანჯელესში მდებარე „სტეიპლს ცენტრმა“ უპრესტიჟულეს მუსიკალურ დაჯილდოების, გრემის რიგით 59-ე ცერემონიას უმასპინძლა, სადაც ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა ყველაზე მეტი, ხუთი ჯილდოს მოპოვება შეძლო.

კვილინგი, იგივე ქაღალდის ფილიგრანი, სახვითი ხელოვნების მიმდინარეობაა, რომელიც მოიცავს მჭიდროდ დახვეული წვრილი ქაღალდის ზოლებისგან შექმნილ დეკორატიულ ნიმუშებს. სერბი ხელოვანი ვესნა რიკიჩი მრავალი წელია ორიგამის მიმდევარია და კვილინგის შთამბეჭდავ ნამუშევრებსაც ქმნის.

ახალ ზელანდიაში ზღვამ 400-ზე მეტი ვეშაპი სანაპიროზე გამორიყა. მოხალისეებმა და მაშველებმა მათი ნაწილის წყალში დაბრუნება შეძლეს. დაახლოებით 250 ვეშაპი კი მანამდე მოკვდა, სანამ მათ დახმარებას შეძლებდნენ.

იაპონიაში, მიიაგის მთებთან ახლოს არსებული სოფელი მელიებითაა დასახლებული. იაპონიაში ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველ ადგილს ზაო კიცუნე მურა ანუ მელიების სოფელი ზაო ეწოდება და იქ მელიის ექვსზე მეტი სახეობის ასზე მეტი ინდივიდი…

შოტლანდიაში ყოველწლიური ფესტივალი სახელად Up Helly Aa ჩატარდა. ეპიკურ ღონისძიებაზე ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც იარლები ეწოდებათ, ვიკინგების რეალისტურ იარაღებსა და აბჯარს ატარებენ, საომარი სიმღერებს მღერიან, საბრძოლო ნავებითდაცურავენ და ბევრი სასმელს მიირთმევენ.

1-ელ თებერვალს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჰიჯაბის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, რომელიც 2013 წლიდან აღინიშნება. ირანი ისლამურ ქვეყნებს შორის ჰიჯაბისა და ბურკის ტარების განსაკუთრებულად მკაცრი კანონებით გამოირჩევა და ამ მხრივ ქვეყანა სტერეოტიპითაა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]