საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს. ირაკლი გეგეშიძეს ბაღდათის გამგებლის თანამდებობას 2014 წლიდან 2016 წლამდე იკავებდა.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარ ძალადობას, რის შედეგადაც ორი მოსწავლე გარდაიცვალა, სახალხო დამცველი გამოეხმაურა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და კეთილდღეობა სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღების მიღმაა დარჩენილი და შესაბამისად,…
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ და მიმალვაში მყოფ მოზარდებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 იანვარს ჩაინიშნა.
ქალაქ გორში ცეცხლსასროლის მსგავსი სანთებელა-პისტოლეტით სლოტ-კლუბი დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 22 წლის მამაკაცია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ მან თანამზრახველთან ერთად სლოტ-კლუბიდან 1650 ლარი გაიტაცა და…
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუბუნაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მოადგილის მირიან მჭედლიშვილის ანაზღაურებამ ერთ წელიწადში 135 517 ლარი შეადგინა. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის წლიური ოდენობა 32 640 ლარია, მან 3-ჯერ მეტი სხვადასხვა სახის დანამატები მიიღო,…
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, 4 დეკემბერს, გამთენიისას დააკავეს მოქალაქეები თ.კ., გ.შ. და ზ.წ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დიპლომის დამზადება - გასაღების ბრალდებით, ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტირამაზ ბ. დააკავეს.
51-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე უარყოფს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხორავას ქუჩაზე,მკვლელობამდე, მეცხრე კლასის მოსწავლეებს გაკვეთილებს შორის შესვენებაზე, საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდათ, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11