weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საზოგადოება

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებული მ.ზ. დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ დაბა ასპინძაში ეჭვიანობის ნიადაგზე მ.ზ.-მ დანის დარტყმით მრავლობითი…

14 ოქტომბერს, ქალაქ მცხეთაში „მცხეთობა-სვეტიცხოვლობა“ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, 10:00-დან 14:00 საათამდე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს პარტიარქი ილია მეორე საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მარნეულში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გადაზიდვა ედება.

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სამი სალონი ბოლო ერთ თვეში მესამედ გაქურდეს. სალონებში დასაქმებულების განცხადებით, წაღებულია სპეციალური ინვენტარი და თანხა.

საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმაში მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს „ოპელისა“ და „ლადას“ მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. დაშავებულებს შორის ოთხი პანკისის ხეობიდან არის. ისინი პანკისიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას იწყებს. პროექტი გულისხმობს ბაღის მთლიანი ტერიტორიის, დაახლოებით 25 ჰექტრის კეთილმოწყობას, ადმინისტრაციული შენობის და ბაღის ღობის აღდგენას, ოთხი ალაყაფის ჭიშკრის მოწყობას.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც 226 მსჯავრდებული შეიწყალა, მათგან 141 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო 85 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა.

წყალტუბოში, სოფელ გეგუთში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 4453 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 შენობა-ნაგებობა შპს „შარას“ საკუთრებაში 1 ლარად გადაეცა. კომპანიის 1/3 წილის მფლობელია პარლამენტში გორის მაჟორიტარის იოსებ…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების…

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა), რომელსაც მრევლის ნაწილი არასრუწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებდა, მღვდელმოქმედების უფლება აღუდგინა და მამათა მონასტერში გაამწესა. მას საპატრიარქოდან ყოველთვიური ფინანსური დახმარებაც…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]