weather cur horoscope tv
მაისი 30, 2023

საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქართველოში 871 ბრილიანტის თვალი შემოიტანეს. საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაბა ბაკურიანში 48-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა, რომელიც მომხმარებლებს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა გახდა. მას 10 000 ლარი გადაეცა.

19 წლის ქართველი სტუდენტი ბახვა იმედაძე გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში გარდაცვლილი იპოვეს. ის გერმანიაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად იმყოფებოდა.

2006 წლის 1-ელ აპრილამდე აღებული მართვის მოწმობები 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იურიდიულ ძალას დაკარგავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ მართვის მოწმობის შეცვლა მოხდება მართვის უფლების…

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და სპეციალური რეჟიმი დაწესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ზვასაშიშროების გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე, 18:30-დან 07:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქართველ ებრაელებს სუქოთის დაწყების დღესასწაულს ოფიციალური მისალოცი წერილით ულოცავს. ისრაელს გარეთ სუქოთის დღესასწაულის სწორედ პირველი და უკანასკნელი დღე აღინიშნება ზეიმით.

2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1995 წლის ემისიის 50 თეთრიან მონატას, ე.წ. ოქროსფერ მონეტას, ხმარებიდან ამოიღებენ. ეროვნული ბანკის ცნობით, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება აღარ…

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო. ლევან სულაკაურმა, რომელიც მეგობართან ერთად, ავტომობილით მთელი ღამე, ე.წ. ბოთლის წყაროსთან მცირე ზვავებს შორის იყო ჩარჩენილი, „რეგინფოს“ უთხრა, რომ აბანოს უღელტეხილის…

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე რამდენიმე ადგილას მცირე ზვავია ჩამოსული, რის გამოც ავტომობილები გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ და თორღვას აბანოს ზემოთ – უღელტეხილამდე, ბოთლის წყალთან და უღელტეხილს იქით ე.წ. ციმბირთან ხალხია ჩარჩენილი.

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]