weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საზოგადოება

რუსთავის საქალაქო სასამართლომ დედის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული ვ.კ. დამნაშავედ სცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობაში სახელმწიფო ბალანსზე არსებული 10 მოქმედი მეჩეთი გადაეცა, რომლებიც შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობენ. საუბარია სოფლების ტბეთის, ვანის, წაბლანას, ჭალას, წყაროთას, ხაბელაშვილების, ზამლეთის, ახალდაბისა და ზემო ხევის სამლოცველოებზე.

7 და 8 ოქტომბერს ქალაქ ბოლნისში საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში სახალხო ზეიმი გაიმართება, რომლითაც აღინიშნება ყოფილ კატარინენფელდში, ახლანდელ ბოლნისში, 200 წლის წინ პირველი შვაბი კოლონისტების ჩამოსვლა.

ახალქალაქში საბავშვო ბაღი გაქურდეს

პარასკევი, 06 ოქტომბერი 2017 15:52

ახალქალაქის მე-2 საბავშვო ბაღში ქურდობა მოხდა. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Jnews-ის ინფორმაციით, წაღებულია ბაღის დირექტორის ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ასლის გადამღები (ე.წ. ქსეროქსი) და მუსიკალური ცენტრი.

22 ოქტომბერს ახმეტის რაიონის სოფელ არგოხის იპოდრომზე ტრადიციული საშემოდგომო დოღი მოეწყობა. დოღი ორ დისტანციაზე, 3000 და 6000 მეტრზე გაიმართება. გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ.

2017 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფობელი გახდა საერთაშორისო კამპანია ბირთვული იარაღის გასანადგურებლად (ICAN), რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია 2007 წლიდან აწარმოებს. კამპანიას ჯილდო გადაცა იმისთვის, რომ მან ყურადღება მიაპყრო ბირთვული…

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქართველოში 871 ბრილიანტის თვალი შემოიტანეს. საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაბა ბაკურიანში 48-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა, რომელიც მომხმარებლებს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა გახდა. მას 10 000 ლარი გადაეცა.

19 წლის ქართველი სტუდენტი ბახვა იმედაძე გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში გარდაცვლილი იპოვეს. ის გერმანიაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად იმყოფებოდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]