weather cur horoscope tv
სექტემბერი 28, 2022

საზოგადოება

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაღუპული 50 წლამდე ქალია. 27 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საავადმყოფოში რჩება კიდევ ერთი დაშავებული.

2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გარდაიცვალა 345 ადამიანი, დაიბადა მხოლოდ 114. ექვს თვეში გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რაოდენობაზე 202 %-ით მეტია. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის…

გომბორის ხეობაში სათიბები იწვის

სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017 16:08

საგარეჯოს რაიონის სოფელ გორანასთან ხანძარია. გამგებლის წარმომადგენლის შმაგი ბერიძიშვილის ინფორმაციით, ცეცხლი სათიბებს გაუჩნდა და ხმელი ბალახი იწვის.

სოფელ ოჩხამურის მოსახლეობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას სანიაღვრე არხების გაწმენდის მოთხოვნით სასამართლოში უჩივის. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ თავართქილაძე განიხილავს.

აზიური ფაროსანასგან დაზარალებული ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლების მცხოვრებლები პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას, საბანკო ვალდებულებების გადავადების საკითხში შუამდგომლობას, ზარალის კომპენსაციას და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიებების გატარებას ითხოვენ.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ღებინებით, მუცლის ტკივილითა და მაღალი სიცხით, მცირეწლოვანი ბავშვები შეჰყავთ. საავადმყოფოს ინფორმაციით, ამ სიმპტომებით, სამედიცინო დაწესებულებას ბოლო სამი დღის განმავლობაში, 40–მდე პაციენტმა მიმართა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ დავა უზენაეს სასამართლოში მოიგეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დანაშაულის პრევენციის ცენტრის საკასაციო საჩივარი, რაც გულისხმობს…

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, მარინე დარჩიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პირველკლასელებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მოსწავლეებს ხელში „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ. შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ედუარდ გოგრაჭაძემ განაცხადა,…

სამართალდამცავებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 37 წლის ა.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში დააკავეს.

საფრანგეთში, ნიცასთან ახლოს, ანტიბში თუში მეღვინისა და ბიზნესმენის ილია კახოიძის ვენახში რთველი გაიმართა, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძეც მონაწილეობდა. ილია კახოიძეს წარმოშობით კორსიკელ ჟერარ ჟერმანთან ერთად, ნახევარ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]