weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საზოგადოება

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსსა და მის მეუღლეს უმასპინძლა. მათ სიონის ტაძარში დაცული სიწმინდეები დაათვალიერებინეს და ტაძრის ისტორია გააცნეს.

ფინკა ბანკი განაგრძობს მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას და მათზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნასა და განვითარებას. ზაფხულის დადგომასთან ერთად დაიწყო საზაფხულო აქცია - სწრაფ სესხებზე გაიზარდა სესხის ლიმიტი და ის უკვე…

რუსთავში, მე-12 მიკრო-რაიონში, ორი წლის ბავშვი საცხოვრებელი ბინის მეხუთე სართულიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, გოგონა ფანჯრიდან იყურებოდა, რა დროსაც თავი ვერ შეიკავა და ეზოში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული გ.რ. და 1974 წელს დაბადებული ტ.მ. თბილისში, ხოლო 1969 წელს დაბადებული დ.მ. რუსთავში დააკავეს.

სამართალდამცავებმა გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული 16 წლით უმცროს ცოლზე წლების განმავლობაში ძალადობდა.

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მასწავლებლებისთვის ესეების კონკურსი - „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ ჩატარდება. კონკურსის მიზანი საკონსტიტუციო რეფორმითა და შემუშავებული ცვლილებებით მასწავლებელთა ინფორმირებულობის გაზრდა და დაინტერესებაა.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში, თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებელი 70 წლის კაცს დაეჯახა. დაშავებული სხვადასხვა დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თავზე ოპერაცია ჩაუტარდა.

თუშეთში, სოფელ ბოჭორნასთან 24 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის გიორგი ჯიჯურიძე დაიღუპა. „ტოიოტას“ მარკის ჯიპი საავტომობილო გზიდან დაახლოებით 300–350 მეტრის სიღრმეზე ხრამში გადავარდა. ახლობლების ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილს ნასვამი…

ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. 45 წლის მამაკაცი 29 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელმა დანით დაჭრა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას გვირაბის მშენებლობას შპს „ფერი“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში აგეგმილია 1,7კმ-იანი სიგრძის გვირაბის მშენებლობა, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5 მ იქნება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]