weather cur horoscope tv
ოქტომბერი 03, 2023

საზოგადოება

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში, მე–12 საუკუნის ეკლესიის ეზოს გალავნის მშენებლობისას აღმოჩენილი ადამიანის ძვლები ხევში გადაყარეს. ამ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ სოფლის მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს და მათ კომენტარებსაც ციტირებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი მათიაშვილი დააკავა.

დუშეთისა და ყაზბეგის რაიონებში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ხელს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აწერს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, სამინისტროს ქართული წარმომავლობის 325 ე.წ. კანონიერი ქურდი ჰყავს აღრიცხული. მისივე თქმით, ე.წ. კანონიერი ქურდების მცირე ნაწილი საქართველოში სასჯელს იხდის, დიდი ნაწილი კი ყოფილი…

თუშეთში, სოფელ დიკლოსთან 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 14:29 საათზე დაფიქსირდა და ეპიცენტრი სოფელ დიკლოში, 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელება. რექტორის არჩევნები 3 ივლისს გაიმართება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, თუშეთში, აბანოს უღელტეხილს იქით, ზვავის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. მამაკაცი სოფელ ლალისყურეში ცხოვრობდა. კახეთის გუბერნატორის მოადგილის ირაკლი შიოშვილის განცხადებით, პაატა ბ–ძე კომპანია „გერალის“ მიერ…

თუშეთის გზაზე, აბანოს უღელტეხილს ქვემოთ, გაწმენდითი სამუშაოებისას ერთ–ერთი მუშა ზვავის ქვეშ მოჰყვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსი გიორგი რუაძე ადასტურებს, რომ შეტყობინების საფუძველზე მაშველები შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 1…

13 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალში საპროტესტო აქცია გაიმართება. სოფელ ჭართალისა და ხანდოს ხეობის მცხოვრებლები 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შეჩერებას და მარშრუტის შეცვლას ითხოვენ. აქცია 11:00 საათზე დაიწყება.

დუშეთის მუნიციპალიტეტში 27 მიმართულებით კვირაში ორჯერ ან ერთხელ იაფი ტრანსპორტი იმოძრავებს. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრიდან 1 ლარამდეა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]