weather cur horoscope tv
ივნისი 04, 2023

საზოგადოება

დღეიდან თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის აღკვეთისას სამართალდამრღვევ პირებს გასაყიდად გამოტანილი საქონელი ჩამოერთმევათ, რის შემდეგაც მისი კონფისკაცია მოხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის საკრებულომ 2017 წლის 8 მაისს მიიღო.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც 2017 წლის 26 მაისს დაქორწინდებიან, სპეციალური ფორმის ქორწინების მოწმობა გაიცემა.

სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ხაიშურამ სვანეთში რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა წაიღო. გარესამყაროს მოწყდა ხაიშის თემის სოფლები ნანყბული, ზედა და ქვედა ვედი, ზედა და ქვედა წვირმინდი.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი ავრცელებს განცხადებას კომპანია „სილქნეტის“ მიერ აბონენტების 20 ათასი ლარით შესაძლო დაჯარიმებასთან დაკავშირებით.

თელავის რაიონის სოფელ აკურაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებულის, 18 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის თავის მრავლობითი ტრავმებით და ფილტვების დაჟეჟილობით თელავის რეფერალური…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა გოგოჭური ამხილეს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისის რაიონში მიწისძვრა 3–ჯერ მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები ბოლოს 9 მაისს, 15:07 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისის დასავლეთით 18…

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან გასროლილი რაკეტის ნაწილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, გურიე ბორჩაშვილის ეზოში ჩავარდა. რაკეტა სეტყვასაშიში ღრუბლების დასაშლელად 8 მაისს, დილით, სოფელ საკობიანოდან გაისროლეს.

ახმეტის გამგეობამ თუშეთში მუდმივად მცხოვრებ პირებს, ასევე უდედმამო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 1 870 ლარის სასაჩუქრე პროდუქტები გადასცა. თუშებისთვის გაგზავნილი სასაჩუქრე პაკეტების შემადგენლობაში შედის 50 გრამი…

ბორჯომში, ე.წ. ძმათა სასაფლაოზე, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები იკრიბებიან ხოლმე, სტალინის ბიუსტი ჩამოაგდეს და დააზიანეს. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „ბორჯომი“ ავრცელებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]