weather cur horoscope tv
მაისი 18, 2024

საზოგადოება

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავეს.

გორის მუნიციპალიტეტის ყოფილ მაღალჩინოსანს თემურ მანველიშვილს, რომელმაც აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვის ურნა დაამხო, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ დღეს მიიღო.

14 თებერვლიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10…

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა ადმინისტრაციული წესით დასჯადი იქნება. ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ადასტურებს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის პარტია ნიკა მელიას კანდიდატურის დასახელების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „კვირის აქცენტები“ განაცხადა.

რუსთავში 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 29 წლის მამაკაცი, ექიმების გადაწყვეტილებით, წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა მათ მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვონ.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მისი განცხადებით, პირველი, რაც საქართველოში ვიზიტისას გააკეთა,…

რუსთავში 13 წლის ბავშვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ბიძა, 29 წლის მამაკაცია დაკავებული. დაკავებულის მეგობრების თქმით, მკვლელობის წინა დღეს ბრალდებული არაადეკვატურად იქცეოდა, რის გამოც თბილისში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის…

თბილისის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში, 1989 წელს დაბადებულმა პატიმარმა შ.შ.-მ თვითმკვლელობა სცადა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ამ ეტაპზე პატიმრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]