weather cur horoscope tv
იანვარი 26, 2022

გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც გმირი მხედართმთავარი უნდა იყოს – წიკლაური

16:50 პარასკევი, 19 ნოემბერი 2021 hits 253

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალი ის ადგილია, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობა უნდა აღიდგინოს.

„ვფიქრობ, გორის ჰოსპიტალი, რომელიც თვითონ მიშამ ააშენა, არის ადგილი, სადაც საქართველოს მებრძოლი, დღეს დაჭრილი, მაგრამ გმირი მხედართმთავარი უნდა იყოს. იქ უნდა აღიდგინოს მან თავისი ჯანმრთელობა და იქიდან უნდა შემოუერთდეს ჩვენს საერთო ბრძოლას გამარჯვებისთვის“, – განაცხადა წიკლაურმა რუსთაველის მოედანზე მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს, რომელიც 50-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. როგორც მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში, გადაყვანის პროცესი ექიმებთან და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაიგეგმება. ბრეგაძის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული.

შეთავაზებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიცია უცნობია. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად იყო, გაეთვალისწინებინა ევროსასამართლოს მოწოდება და შეეწყვიტა შიმშილობა იმ პირობით, თუ მისი რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება შეირჩეოდა. მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს „უდიდეს საფრთხეს“ უკავშირდება რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფების სიახლოვის გამო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]